"საუდის ჩემპიონატსა და ევროპულ ლიგებს შორის, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, შესაბამისად, უკან, ევროპაში, დაბრუნებას ჯერ არ ვგეგმავ. საუდის ლიგას მომდევნო ორ წელიწადში შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი გახდეს. აქ სათამაშოდ მაღალი დონის ფეხბურთელები მოდიან. თითქოს ფლეისთეიშენში ვთამაშობთ ფეხბურთს, ჩვენთან სათამაშოდ ძალიან დიდი ვარსკვლავები მოდიან. უნდა ითქვას, რომ აქ უფრო დიდი დატვრითვაა, ვიდრე პრემიერ ლიგაში, აქ ბევრად მეტს დავრბივარ."
"წინა ზაფხულს, ევროპის ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილ კლუბში გადასვლასთან ვიყავი ახლოს, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. ეს კლუბი ბარსელონა იყო. სიმართლე გითხრათ, მსგავსი გარიგება არსენალთანაც იგეგმებოდა, თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა. შემდეგ გამოჩნდა ალ-ჰილალის ვარიანტი, რომელზეც უარს ფიზიკურად ვერ ვიტყოდი. ეს იყო ოქროს შესაძლებლობა."









