მაშინდელი მილანის ერთ-ერთი ლიდერი რონალდინიო ამ მატჩს იხსენებს და აცხადებს, რომ პორტსმუთის სტადიონი საუკეთესო ადგილია, სადაც მას ოდესმე უთამაშია.
"საუკეთესო ადგილია, სადაც ფეხბურთი მითამაშია. იქ მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული ატმოსფერო იყო", - განაცხადა რონალდინიომ, რომელმაც იმ მატჩში გოლიც გაიტანა.
ცნობისთვის, პორტსმუთის ფრატონ პარკის ატმოსფეროთი მოხიბლულები ისეთი დიდი ფიგურები დარჩნენ, როგორებიც ჩეხი, მოურინიო, ანრი და სხვები არიან.









