იტალიაში სეზონის პირველი დერბი დელა მადონინა გაიმართა, სადაც გამარჯვება "როსონერის" დარჩა. მატჩის ერთადერთი გოლი მილანის ამერიკელმა ფეხბურთელმა კრისტიან პულისიკმა გაიტანა, რომელიც ამ სეზონშიც საოცარ ფორმაშია.
კრისტიან პულისიკი ბოლო წლებში მილანის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა, რაზეც მისი შთამბეჭდავი სტატისტიკაც მეტყველებს. ამერიკელ ფეხბურთელს ბოლო 3 სეზონში ყველაზე მეტი გოლს+ასისტი აქვს, კერძოდ 48.
გთავაზობთ ტოპ 5 (გოლს+ასისტი):
1. კრისტიან პულისიკი - 48
2. ლაუტარო მარტინესი - 48
3. მარკუს ტურამი - 42
4. მატეო რეტეგი - 42
5. რომელე ლუკაკუ - 40









