კატალონიის ბარსელონას პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაუქმდა.
მოგეხსენებათ, 2020 წელს, ოქროს ბურთი არავის არ გადაეცა და მიზეზი კორონავირუსი იყო. არადა, ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ მას რობერტ ლევანდოვსკი მოიგებდა.
"ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო, ყველაფერი მოვიგე ჩემს კლუბთან ერთად. ვფიქრობ, ამ ყველაფერში ყველაზე რთული ის არის, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი, რატომ მოხდა ეს“, - თქვა ბარსელონას“თავდამსხმელმა.
2021 წელს ეს ჯილდო ლეო მესიმ მოიგო. 2020/21 წლების სეზონის ოქროს ბუცი კი ლევანდოვსკის გადაეცა.









