პორტუგალიელი ვინგერი მილანის უპირობო ლიდერად რჩება და ეს მის სტატისტიკაზეც კარგად არის ასახული. რაფა ლეაოს სერია ა-ს ბოლო 5 სეზონში, 36 საგოლე გადაცემა მოუგროვდა! მასზე კარგი შედეგი სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს და იმის მიუხედავად, რომ პორტუგალიელი ხშირად არასტაბილურ თამაშს აჩვენებს, ამ მაჩვენებელში მაინც საუკეთესოა.
საუკეთესო მეპასეებში მეორე ადგილზე ნიკოლო ბარელას ვხვდებით, რომელსაც 33 საგოლე გადაცემა აქვს.

რაფა ლეაო მილანის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 244 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 67 გოლი და 57 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.









