მატჩის წინ კომენტარი ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა გააკეთა.
"ნაკრებში კარგი განწყობაა, ყველანი მშვიდად ვართ, ხვალინდელ თამაშს თავდაჯერებულები ვხვდებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ასეთ დიდ თამაშში მონაწლეობის მიღება ჩვენთვის დიდი სტიმული და გამოწვევაა, რისთვისაც მზად ვართ. ჩემი მხრიდან ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ. რაც მთავარია საერთოდ არ ვნერვიულობთ არც მწვრთნელები და არც ფეხბურთელები.
საქართველოს ნაკრებს არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას გარეშეც კარგი გუნდი იქნება. ზოგადად ასეა, როცა ლიდერი გაკლდება, იმ მატჩში ორმაგად მონდომებული გადიხარ მოედანზე.
საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობის მხრივ უპირატესობა აქვს, მაგრამ გოლი არა მაყურებელს, არამედ ფეხბურთელებს გააქვთ", - განაცხადა ლუქსემბურგის მწვრთნელმა.











