აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ აფრიკის თასის ტიტული სენეგალის ნაკრებს ჩამოართვა და გამარჯვებულად მაროკო გამოაცხადა.
ფინალში, სენეგალის ფეხბურთელებმა საკუთარ კარში დანიშნული თერთმემეტრიანი გააპროტესტეს და მოედანი დატოვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, მატჩი განახლდა და სენეგალმა მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა.
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ რეგლამენტის დარღვევის გამო სენეგალს ტექნიკური წაგება, 3-0 ჩაუთვალა და მარიკო ტურნირის გამარჯვებული გახდა. სენეგალის ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩირება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში 10 დღის ვადაში შეუძლია.









