მე-12 წუთზე ანგარიში ვატო არველაძემ გახსნა და კახელები დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ.
მეორე ტაიმის სტარტზე, ქუთაისელთა სტანდარტულს თელავის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა და ჯადული იობაშვილმა ავტო-გოლი გაიტანა.
ანტი-გმირობიდან იობაშვილი უცებ მატჩის გმირად იქცა, როცა 73-ე წუთზე შორეული გასროლით ტორპედოს კარი აიღო და თელავს გამრჯვება მოუტანა - 2:1
შემდეგ შეხვედრას ტორპედო 15 მარტს, შინ დილას წინააღმდეგ გამართავს, თელავი კი დინამო თბილისს უმასპინძლებს.









