1/16-ფინალური დაპირისპირება 1 საათი და 8 წუთი მიმდინარეობდა და 26 წლის ჩილელი ჩოგბურთელის დამაჯერებელი გამარჯვებით (6-2, 6-3) დასრულდა.
რომის ტურნირის 1/8 ფინალში ტაბილოს მეტოქე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება - დაპირისპირება 14 მაისს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.










