იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურში, მილანმა საკუთარ მოედანზე უდინეზეს უმასპინძლა და უშანსოდ, 0-3 დამარცხდა.
შეხვედრის ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა — ბურთი საკუთარ კარში ბარტესაგიმ ჩაჭრა და უდიენზე დაწუნაურდა, ზუსტად 10 წუთში კი ეკელენკამპმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 71-ე წუთზე, მილანის კარი ატამ აიღო და საბოლოო ანგარიში, 0-3 დააფიქსირა.
მილანი 0-3 უდინეზე
გოლები: 0-1 ბარტესაგი (ავტოგოლი)(27'), 0-2 ეკელენკამპი (37'), 0-3 ატა (71')
დღევანდელი მარცხის შემდეგ, მილანს 63 ქულა დარჩა, მესამე ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს, კომოს 5 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში როსონერი ვერონას ესტუმრება.









