ლეგენდარული შოტლანდიელი დაკავებულ პოსტს მას შემდეგ ტოვებს, რაც კლუბის ახალმა მფლობელმა სერ ჯიმ რეტკლიფმა ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. კლუბში მისი მისვლიდან დღემდე, დაახლოებით 250 თანამშრომელმა მანჩესტერ იუნაიტედი უკვე დატოვა.
მანჩესტერ იუნაიტედი სერ ალექს ფერგიუსონს წელიწადში £2 მილიონზე მეტს უხდიდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფერგიუსონი კლუბში საპატიო დირექტორის თანამდებობაზე დარჩება.









