კატალონიის ბარსელონას ყოფილმა შემტევმა, სერხიო აგუერომ კლუბს უჩივლა და ბლაუგრანასგან 1 წლის ხელფასის გადახდას ითხოვს.
არგენტინელი ფეხბურთელი ბარსელონაში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ოქტომბერში, გულზე პრობლემები შეექმნა და საბოლოოდ, 15 დეკემბერს კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც მას 1 წლის ხელფასს, 3 მილიონ ევროს, გადაუხდიდნენ. როგორც გაირკვა, ბარსელონამ აღნიშნული დავალიანების დაფარვა დაზღვევისგან მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.
სადაზღვევო კომპანიის ცნობით, აგუეროს გულზე პრობლემები მაშინაც ჰქონდა, სანამ ბარსელონაში გადავიდოდა, რაც სამედიცინო შემოწმების დროს გამოჩნდა და ამის გამო, თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. თავის მხრივ, ბარსელონასაც არ სურს ყოფილი ფეხბურთელისთვის 3 მილიონი ევროს გადახდა და აღნიშნული დავა სასამართლოში გაგრძელდება.
La Liga
სერხიო აგუერომ ბარსელონას უჩივლა — ფეხბურთელი 1 წლის ხელფასის გადახდას ითხოვს









