ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება და ბოლო, 24-ე რბოლის წინ ჩემპიონობის შანსს სამი პილოტი ინარჩუნებს.
გასულ უქმეებზე გრან პრი კატარში ჩატარდა, სადაც პირველობა მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ვერსტაპენმა არავის დაუთმო, მეორეზე ოსკარ პიასტრი გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე მოულოდვნელად კარლოს საინსი აღმოჩნდა. სეზონის ბოლო რბოლა კი კვირას, 7 დეკემბერს აბუ დაბიში გაიმართება და ჩემპიონობისთვის ლანდო ნორისი, მაქს ვერტაპენი და ოსკარ პიასტრი იბრძოლებენ.
23 გრან პრის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში მაკლარენის ახალგაზრდა ბრიტანელი პილოტი, ლანდო ნორისი 408 ქულით უდგას და იმ შემთხვევში, თუ აბუ დაბიში პოდიუმზე მოხვდება, ყველა ვარიანტში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.
მეორე ადგილზე მოქმედი ჩემპიონი, მაქვს ვერსტაპენია, რომელმაც 396 ქულას მოუყარა თავი და მე-5 ტიტულის გასაფორმებლად, ბოლო რბოლაში ნორისზე 12 ქულით მეტი უნდა დააგროვოს. იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდელი პილოტი რბოლას მოიგებს და ნორისი სამეულში ვერ შევდა, ჩემპიონი სწორედ მაქსი გახდება.
შედარებით რთული მდგომარეობა აქვს მაკლარენის ავსტრალიელი პილოტს, ოსკარ პიასტრის, რომლის ჩემპიონობის შანსები ყველაზე დაბალია. აბუ დაბის გრან პრის მოგების შემთხვევაში, მისი თანაგუნდელი, ლანდო ნორისი მაქსიმუმ მე-6 ადგილზე უნდა გავიდეს და ამ შემთხვევაში, სეზონის ჩემპიონი პიასტრი გახდება.
ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის ბოლო, 24-ე გრან პრის პრაქტიკები პარასკევს დაიწყება, კვალიფიკაცია შაბათს გაიმართება და რბოლა ტრადიციულად კვირას ჩატარდება..









