სერია ა-ს მომდევნო ტურს ტორინო დანაკლისით ხვდება. სალერნიტანასთან დაგეგმილ საშინაო შეხვედრაში "ხარებს" დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებათ ცენტრალური მცველი, ალესანდრო ბონჯორნო. აღსანიშნავია, რომ ბარათების ლიმიტი არ არის იტალიელის ერთადერთი პრობლემა, ის ტრავმირებულიც არის.
"გრანატას" უკანახაზელს აქვს მხრის დაზიანება, რის გამოც ის ლაზარეთში გაატარებს მინიმუმ ერთ თვეს, ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში კი უფრო მეტსაც. 24-წლის ცენტრბექის გარდა, ივან ჯურიჩის გუნდის ლაზარეთში არის კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, პერ სხურსი. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტორინოს ძირითად შემადგენლობაში საბა საზონოვს ვიხილავთ. ქართველმა უკანახაზელმა ჩაატარა ძალიან კარგი მატჩი კალიარისთან, რის შემდეგაც მან თავისი კლუბის ქომაგებისგან არაერთი საქებარი სიტყვა მიიღო. "ხარების" ცენტრბექს კალჩოში უკვე 6 მატჩი დაუგროვდა.
Serie A
შანსი საზონოვს - ქართველ მცველს მომდევნო ტურში ტორინოს ძირითადში ელიან









