ჩელენჯ თასის 2025/26 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, შავმა ლომმა ძებრეს უმასპინძლა და 14-28 დამარცხდა.
შეხვედრის პირველ ტაიმში გუნდება 2-2 გარდასახული ლელო გაცვალეს — შავი ლომიდან ორივე ლელო ირაკლი ქვათაძემ დადო, ხოლო გარდასახვები ზუსტად ლუკა ცირეკიძემ შეასრულა. მეორე ტაიმში მეტოქემ უკეთესად მოიყენა მომენტები, ორი გარდასახული ლელო მიითვალა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
ამრიგად, შავმა ლომმა ჩელენჯ თასის მიმდინარე სეზონზე ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზევე დაასრულა. ქართულმაფრენჩაიზმა 4 მატჩიდან ერთი მოიგო და სამჯერ დამარცხდა.









