რაც შეეხება ლა ლიგის სატურნირო მდგომარეობას, სხვაობა "სამეფო კლუბსა" და "როხიბლანკოს" შორის კვლავ ერთი ქულაა - 50:49. იმ შემთხვევაში, თუ დღეს ბარსელონა სევილიასთან თავის მატჩს მოიგებს, "ბლანკოსსა" და "ინდიელებთან" სხვაობას მინიმუმამდე შეამცირებს. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის "ბლაუგრანას" 45 ქულა აქვს.
La Liga
შედეგი, რომელიც ბარსელონას აწყობდა - რეალმა და ატლეტიკომ ფრე ითამაშეს

ლა ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გაიმართა მადრიდული დერბი, რეალსა და ატლეტიკოს შორის, რომელიც დასრულდა ფრედ, ანგარიშით 1:1. ხულიან ალვარესის 11-მეტრიანს უპასუხა კილიან მბაპემ, რომელსაც პრიმერა დივიზიონში უკვე 16 ბურთი დაუგროვდა. ვარსკვლავური ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკის 2 გოლით ჩამორჩება.








