"კვარაცხელიას გაშვება ნაპოლის დიდ ტვირთად დააწვება. ზოგიერთ ადამიანის ჰგონია, რომ მისი შეცვლა არის მარტივი, თუმცა ეს მოსაზრება რეალობას აცდენილია. როგორი მაღალი დონისაც არ უნდა იყოს ხვიჩას შემცვლელი, მას მაინც გაუჭირდება იმ რიტმის პოვნა, რა რიტმითაც ის "ლურჯების" რიგებში თამაშობდა.
ნერეში არის შესანიშნავი ფეხბურთელი და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ქართველი შემტევი სულ სხვა განზომილებაა", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა. შეგახსენებთ, რომ "აძურის" ექს-ლიდერი პსჟ-ში გადავიდა 70 მილიონი ევროს ფასად, მის შემცვლელად კი კლუბში ნოა ოკაფორი მივიდა.











