"პირველ ნახევარში ბურთს ვაკონტროლებდით და გოლების გატანის შანსები გვქონდა. მეორე ნახევრით კმაყოფილი არ ვარ. გასაგებია, რომ დიდი წნეხი იყო. 60 წუთი ნაკრებმა კარგად ითამაშა, შემდეგ კი ცოტა ავიჭერით და ამის მიზეზებს გავარჩევთ. საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.
რაც შეეხება მსაჯის გადაწყვეტილებას გოლის გაუქმებაზე. მსაჯმა ყველაფერი სწორად განსაჯა და ამაზე პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს.
ვიცით, რომ ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე ვინც არ უნდა იყოს, ურთულესი მატჩი გველის. თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან ფინალია და მეტოქეს დიდი მოტივაცია ექნება.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, რადგან ორივე ძლიერი ნაკრებია. სასიამოვნოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც დაგვიბრუნდება, შეიცვლება თუ არა შემადგენლობა? - შეიძლება კვარაცხელიას დაბრუნების შემდეგ სხვა გადაწყვეტილებები მივიღო.
შეიძლება, ეს ბევრისთვის სასურველი არ იყოს, მაგრამ რაღაცები შეიცვლება. ჯერ უნდა ვნახოთ, ფეხბურთელები როგორ აღიდგენენ ძალებს ამ მძიმე მატჩის შემდეგ. შესაძლოა, ზოგი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ და მათთვის ეს მძიმე იყოს, თუმცა ჩვენი მიზანია ფინალისთვის სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ", - განაცხადა სანიოლმა.











