ნაკრებთან ამ შეკრებაზე პირველად ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელიც ნაკრებს გუშინწინ შემოუერთდა. ტრევიზოში დღეს დილას ჩაფრინდა ამერიკელი ნატურალიზებული მოთამაშე, ჯო ტომასონი. 30 წლის კალათბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან შეუდგება.
ერთკვირიანი იტალიური შეკრების შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა, 18-დან 15 მოთამაშემდე შეამცირა. გიორგი ტურძილაძემ, გეგი ბაქრაძემ და ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ნაკრების შეკრება უკვე დატოვეს. დღეს ვერ ივარჯიშა ოთარ ფხაკაძემ, რომელსაც წინა ვარჯიშისას ცხვირი დაუზიანდა და ექიმების საბოლოო დასკვნას ელოდება.
საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან ქალაქ ტრენტოში 21 ივნისს გაემგზავრება, სადაც წვრთნის პროცესს გააგრძელებს და 23 ივნისს ამხანაგურ მატჩში იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.









