"ადვილი შესაფასებელი არ არის, დავმარცხდით და სამუშაო ბევრი გვაქვს. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს მიზეზს ვეძებ, მაგრამ გუნდში გვყავს ახალი მოთამაშე, ახალი მწვრთნელი და სულ რაღაც 10 დღეზე ოდნავ მეტია, რაც შევიკრიბეთ. ვიცით, რომ გასავითარებელი ბევრი რამ არის და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცდებით განვითარებას."
თორნიკე შენგელიამ გიორგი ცინცაძეზეც ისაუბრა, რომელმაც დღეს 20-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა:
"ვულოცავ გიორგი ცინცაძეს ამ საოცარ კარიერას და შემდგომ ეტაპზე დიდ წარმატებას ვუსურვებ - თქვენ მხოლოდ თითოეულ თამაშზე 40 წუთს ნახულობდით, ჩვენ კი 24 საათი ერთად ვიყავით მოედანზეც და მოედნის გარეთაც, ჭირსა და ლხინშიც და ბევრი რამ გავიარეთ. მასთან ერთად გავლილი ყოველი წუთი ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნება იყო."
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს ფინეთის წინააღმდე გამართავს. შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება.










