თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ლეგა A-ს 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა, დერტონა სერიის მეხუთე მატჩში 92:63 დაამარცხა და მომდენო ეტაპის საგზური ღირსეულად მოიპოვა.
პარკეტზე საუკეთესო სწორედ თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც ბოლონიას ულიდერა - 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი, ქართველი დამსახურებულად გახდა მატჩის MVP!
ვირტუს ბოლონიას მომდევნო მეტოქე ვენეცია იქნება, რომელმაც 1/4 ფინალში რეჯიანას ბარიერი დაძლია.