35 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23:47 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და 3 პასიც მიითვალა. მატჩის MVP გიორგის თანაგუნდელი, მარსელო უერტასი გახდა - 22 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი.
ტენერიფე ამ გამარჯვების შემდეგ მე-4 პოზიციაზე გადავიდა, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კი სულ რაღაც 3 ტური დარჩა. შერმადინის გუნდის მომდევნო მეტოქე ბრეოგანი იქნება. მატჩი 5 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.










