"სიგარეტის მოწევა? ჩემს პირად ცხოვრებაში არის ასპექტები, რომლებსაც არ ვცვლი და არავის საქმე არ არის, ვეწევი თუ არა თამბაქოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია შეცვალოს ჩემი პირადი ცხოვრება, მათ ვეტყვი, რომ უშანსოდ არიან, რადგან ჩემს პირად ცხოვრებას, მხოლოდ მე ვაკონტროლებ."
პოლონელი მეკარე კარიერის განმავლობაში თამბაქოს მოხმარებაში საკმაოდ ხშირად შეუმჩნევიათ, თუმცა როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით შესნის არანაირი პრობლემა არ აქვს. ბარსელონამ 34 წლის მეკარე მას შემდეგ დაიმატა, რაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო.









