რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები დასრულდა — ერიკ ტენ ჰაგი საქმეში ბრუნდება! ნიდერლანდელი სპეციალისტი ლევერკუზენის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. მხარეებმა წინასწარ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, უახლოეს დღეებში კი გარიგების ბოლო დეტალებსაც მოაგვარებენ.
ლევერკუზენი, რომ ერიკ ტენ ჰაგთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ. განიხილებოდა სესკ ფაბრეგასის კანდიდატურაც, თუმცა ესპანელი სპეციალისტი კომოში დარჩა.
ერიკ ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედი 2024 წლის მიწურულს დატოვა, რის შემდეგაც ნიდერლანდელი უგუნდოდაა. 55 წლის სპეციალისტს სხვა გუნდებსაც უკავშირებენ, მათ შორის რომასა და აიაქსს, თუმცა როგორც ჩანს ლევერკუზენთან ყველაფერი შეთანხმებულია. ერიკ ტენ ჰაგს გერმანიაში უახლოეს დღეებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.









