რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — ივან იურიჩი ატალანტას ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ხორვატ სპეციალისტს ბერგამოში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბთან ხელშეკრულებას 2027 წლამდე გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც ივან იურიჩმა საუთჰემპტონი დატოვა, ხორვატ მწვრთნელთან რამდენიმე იტალიური კლუბი აწარმოებდა მოლაპარაკებებს. განიხილებოდა ლაციოსა და ფიორენტინას ვარიანტებიც, თუმცა ატალანტამ ყველას აჯობა და გარიგებაც დაიხურა. 49 წლის სპეციალისტი "ლა დეასთან" კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს. შეგახსენებთ, ჯან პიერო გასპერინიმ ატალანტა უკვე დატოვა, მისი ახალი კლუბი კი რომა იქნება.
ივან იურიჩს იტალიაში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ხორვატს ისეთ გუნდებში უმუშავია როგორიცაა პალერმო, ჯენოა, კროტონე, ჰელას ვერონა, ტორინო და რომა.









