ლაციომ ახალი მწვრთნელი იპოვა. მაურიციო სარის წასვლის შემდეგ, "არწივებმა" იგორ ტუდორთან ყველა დეტალი შეათანხმეს. მხარეებს შორის 1,5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ლაციო ტუდორს ფროზინონესთან მატჩის შემდეგ წარადგენს.
ტუდორისთვის იტალიაში მუშაობა უცხო არაა. 45 წლის ხორვატ სპეციალისტს უდინეზესა და ჰელას ვერონაში უმუშავია. ასევე იუვენტუსის სამწვრთნელო შტაბშიც იყო 2020-21 სეზონში.
ბოლოს ტუდორი ფრანგულ მარსელში მუშაობდა, საიდანაც 2023 წლის ზაფხულში წამოვიდა.