რამდენიმე საათის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტუნისის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი საბრი ლამუში გახდა.
ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2026 წლის აფრიკის თასზე ტუნისის ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა და 1/8 ფინალიდან გავარდა.
აღსანიშნავია, რომ ლამუშის დანიშვნამდე, ტუნისელებმა ოფიციალური შეთავაზება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლსა და მის თანაშემწეს, ადელ ჩადლის გაუკეთეს.
როგორც იქაური პრესა წერს, სანიოლი ტუნისის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელფასის დეტალებზე ვერ შეთანხმდა, რადგან ფრანგ სპეციალისტს საკმაოდ მცირე ანაზღაურება შესთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.









