ბოლო პერიოდში, კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების მთავარ ვარსკვლავს ლამინ იამალს ბევრი აკრიტიკებს. მიზეზი სხვადასხვაა, ძირითადად მისი სოციალური ქსელები და ცხოვრება ფეხბურთს გარეთ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ გააკეთა,
"ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უნდა განაგრძოს ცხოვრებისეული ზრდა. ვფიქრობ, შეცდომებით უფრო გაიზრდება. როცა ადამიანები ყურადღების ცენტრში არიან, მათ გარშემო ყველა წვრილმანს ვაკვირდებით. ამიტომ არის მის მიმართ კრიტიკა.
იამალმა განვითარება უნდა გააგრძელოს და საკუთარი შესაძლებლობები დახვეწოს. მან მეტოქეებს ყოველწელს ახალი სტილი უნდა შესთავაზოს", - განაცხადა ინიესტამ.









