ცნობილი სტატისტიკური კომპანია Transfermarkt საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების განახლებულ ფასებს გვთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ სიას დინამო თბილისის 16 წლის ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი ლიდერობს, რომელიც მიმდინარე სეზონში დინამოში სტაბილურად კარგად თამაშობს და ევროპული გუნდების ინტერესის ქვეშააა.
10-ეული ასე გამოიყურება
| ფეხბურთელი | კლუბი | სატრანსფერო ფასი |
| საბა ხარებაშვილი | დინამო თბილისი | 1.2 მლნ. ევრო |
| ვახტანგ სალია | დინამო თბილისი | 800 ათასი ევრო |
| გიზო მამაგეიშვილი | იბერია | 600 ათასი ევრო |
| ივა გელაშვილი | იბერია | 550 ათასი ევრო |
| გიორგი კოხრეიძე | ტორპედო | 500 ათასი ევრო |
| საბა ხვადაგიანი | დინამო თბილისი | 500 ათასი ევრო |
| ნოდარ ლომინაძე | დინამო თბილისი | 500 ათასი ევრო |
| ლუკა ხარატიშვილი | დინამო ბათუმი | 500 ათასი ევრო |
| იური ტაბატაძე | იბერია | 450 ათასი ევრო |
| დერეკ აგიაკვა | იბერია | 450 ათასი ევრო |









