ატალანტასთან გამართულ მატჩში, პსჟ-ს ფრანგმა ფეხბურთელმა ბრედლი ბარკოლამ პენალტი ცუდად შეასრულა, რის გამოც კრიტიკა მიიღო.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"მე ვარ ადამიანი, ვინც პენალტის დამრტყმელებს ირჩევს. გასულ სეზონზე ჩვენს გუნდში პენალტი ბევრმა ფეხბურთელმა დაარტყა, ახლა კი გვინდოდა, რომ ინიციატიცა ბარკოლას აეღო, რომელსაც აქამდე თერთმეტმეტრიანი არასდროს შეუსრულებია.
სასიხარულო ისაა, რომ ბრედლის გარდა, გვყავს მოთამაშეები, რომელთაც პენალტის შესრულება კარგად შეუძლიათ - ვიტინია, დემბელე, გონსალო რამოში და ნუნო მენდეში.
ამ მაღალი დონის დამრტყმელებიდან, ვინც უკეთ შეასრულებს პენალტს, ის დაარტყამს ხოლმე" - განაცხადა ლუის ენრიკემ.
სამწუხაროდ, კარგ დამრტყმელებს შორის, ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია არ დაასახელა. არადა, ქართველ შემტევს ნაპოლიში და საქართველოს ნაკრებში პენალტების კარგი მაჩვენებელი აქვს.









