ინძაგი "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი 2021 წელს გახდა. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ინტერმა 3 სეზონის განმავლობაში სკუდეტოს, 2-ჯერ იტალის თასისა და 3-ჯერ იტალიის სუპერ თასის მოგება მოახერხა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ინძაგიმ ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.
იტალიელ სპეციალისტს ინტერში დარჩენა სურდა და კლუბის ახალმა მფლობელმა, სიმონეს დამსახურებული ახალი კონტრაქტი შესთავაზა.









