ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში საინტერესო მატჩები გაიმართა. ცენტრალური მატჩი ბერნაბეუზე შედგა, სადაც რეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა.
მიუხედავად იმისა, რომ როდრიგოს გოლით მასპინძლები წინ გავიდნენ, მანჩესტერ სიტიმ მობილიზება მოახდინა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.
უგოლოდ დასრულდა ბილბაოსა და პსჟ-ს დაპირისპირება, სადაც კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, პარიზელებს მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა საქმე გოლამდე არ მივიდა.
ჟოზე მოურინიოს ბენფიკამ ნაპოლი კარგად შეისწავლა და საკუთარ კედლებში მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგის შედეგები
ბილბაო - პსჟ 0:0
ბენფიკა - ნაპოლი 2:0
გოლები: მონტოია 20' ბარეირო 49'
ბრიუგე - არსენალი 0:3
გოლები: მადუეკე 25' 47' მარტინელი 56'
დორტმუნდი - ბოდო გლიმტი 2:2
გოლები: ბრანდტი 18' 51' ალეესამი 42' ჰაუგე 75'
იუვენტუსი - პაფოსი 2:0
გოლები: მაკკენი 67' დევიდი 73'
ლევერკუზენი - ნიუკასლი 2:2
გოლები: ბრუნო გიმარაეში (ა.გ.) 13' გორდონი 51' მაილი 74' გრიმალდო 88'
რეალი - მან.სიტი 1:2
გოლები: როდრიგო 28' ორაილი 35' ჰოლანდი 43'









