პრემიერ ლიგაში ლგბტქ-ის კამპანია გრძელდება, რა დროსაც გუნდის კაპიტნები ფერადი სამკლაურით გამოდიან მოედანზე. თუმცა, ამ კამპანიაში იფსვიჩი არ ჩაერთო — გუნდის კაპიტანმა სემ მორსიმ უარი განაცხადა ფერადი სამკლაურის გაკეთებაზე, რაც რელიგიური მოტივებით ახსნა. ეგვიპტელი ფეხბურთელი მუსლიმია და მისთვის მიუღებელი იყო ამ კამპანიაში ჩართვა. 33 წლის ნახევარმცველის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა იფსვიჩმა. როგორც კლუბში განაცხადეს, ისინი მხარს უჭერენ ლგბტქ-ის კამპანიას, თუმცა ასევე პატივს სცემენ გუნდის კაპიტნის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებას.
ცოტა განსხვავებული ქეისია კრისტალ პალასის კაპიტანთან მიმართებაში. "არწივების" კაპიტანმა მარკ გეჰიმ ბოლო ტურში, ნიუკასლთან ფერადი სამკლაური გაიკეთა, თუმცა ზედ წარწერაც დაიტანა - "მე მიყვარს იესო". ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით ინგლისის ფეხბურთის ფედერაციისგან სასჯელი მოჰყვება. როგორც ირკვევა, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
იფსვიჩისა და კრისტალ პალასის გარდა, ამ კამპანიაში პრემიერ ლიგის ყველა გუნდი ჩაერთო.
Premier League
სკანდალი პრემიერ ლიგაში — კაპიტნების პროტესტი ლგბტქ-ის კამპანიის წინააღმდეგ









