კინის მთავარი მოვალეობა იქნება კლუბის სტრატეგიული განვითარებების მიმართილებების განსაზღვრა, ურთიერთშემაკავშირებელი საფეხბურთო ფილოსოფიის ჩამოყალიბება, რომელშიც ჩართული იქნება ტორპედოს აკადემია და კლუბის სკაუტინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტები.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, სტივ კინმა LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა.
"როცა საქართველოში ჩამოვედი, გაოცებული დავრჩი, რადგან საკმაოდ ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელები გყავთ. მათ შეუძლიათ კიდევ განვითარდნენ და მაღალ დონეზე ითამაშონ.
თუ გასულ სეზონში მწვრთნელობის გარდა სხვა საფიქრალიც მქონდა, იგულისხმება სკაუტინგი და სხვა მიმართულებები, ახლა ჩემი მიზანი მხოლოდ ერთი იქნება - ვიფიქრო ტორპედოს განვითარებაზე. სწორი სკაუტინგით და ანალიზით მოვიყვანოთ მაღალი დონის ფეხბურთელები და დავისახოთ მიზნები.
გასულ სეზონში ტორპედომ ბოლო ტურებში დასანანი ქულები დაკარგა და ჩემპიონი ამის გამო ვერ გახდა. ეს ყველაფერი წელს უნდა გამოვასწოროთ და ქუთაისელი ქომაგი გავახაროთ.
მადლობას ვუხდი ტორპედოს გულშემატკივრებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული და სურთ კლუბის განვითარება. ჩვენი მიზანია წარმატებას ყველამ ერთად მივაღწიოთ." - განაცხადა კინმა.










