აღნიშნულ გუნდებს შორის სხვაობა კვლავ ერთი ქულა დარჩა. პირველ ადგილზე 58 ქულით არის "ნერაძური", 57 კი "ლურჯებს" აქვთ. სამეულს 55 ქულით ხურავს ბერგამოს ატალანტა, რომელმაც დღეს ასევე დაკარგა ქულები ვენეციასთან.
Serie A
სხვაობა კვლავ 1 ქულა არის - ნაპოლიმ და ინტერმა ფრე ითამაშეს

სერია ა-ს 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მილანის ინტერმა სტუმრად ნაპოლისთან ითამაშა ფრე, 1:1. ანგარიში გახსნა მოქმედმა ჩემპიონმა, ფედერიკო დიმარკოს ულამაზესი ჯარიმის შემდეგ. "პარტენოპეი" აქტიურობდა და ცდილობდა წონასწორობის აღდგენას, 87-ე წუთზე კი მასპინძლებმა საწადელს მიაღწიეს: შეცვლაზე შემოსულმა ფილიპ ბილინგმა თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.








