"ნერაძურის" კარში პირველი გოლი გაიტანა ტეო ერნანდესმა, შემდეგ კრისტიან პულიშიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 93-ე წუთზე კი ტემი აბრაჰამმა თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. სერჟიო კონსეისაუმ "შავ-წითლების" დამრიგებლის რანგში პირველი ტიტული მოიგო.
სრული სიგიჟე დერბი დელა მადონინაში! - მილანის ქამბექი 0:2-ის შემდეგ

იტალიის სუპერთასის ფინალში შედგა დერბი დელა მადონინა, რომელიც დრამატულ ბრძოლაში მილანის გამარჯვებით დასრულდა (3:2). შეხვედრის 52-ე წუთამდე, ლაუტარო მარტინესისა და მეჰდი ტარემის გატანილი ბურთების შემდეგ, ინტერი იგებდა 2:0-ს და თითქოს მშვიდად მიდიოდა მორიგი ტიტულისკენ, მაგრამ მოგვიანებით "როსონერიმ" ყველაფერი თავდაყირა დააყენა.








