ბარსელონამ მეტოქეს არც მეტი, არც ნაკლები 4 უპასუხო გოლი გაუტანა. თავის გამოჩენა რაფინიამ, ლამინ იამალმა და რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა.
ჰანსი ფლიკის გუნდმა განმეორებითი მატჩის წინ ძალიან დიდი უპირატესობა შეიქმნა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს. დორტმუნდი-ბარსელონას განმეორებითი მატჩი 15 აპრილს გაიმართება.
ბარსელონა 4-0 დორტმუნდი
გოლები: 1-0 რაფინია 25', 2-0 რობერტ ლევანდოვსკი 48', 3-0 რობერტ ლევანდოვსკი 66', 4-0 ლამინ იამალი 77'.









