სერია ა-ს 24-ე ტურში, მილანი სან სიროზე ნაპოლის მასპინძლობდა. გუნდები ოთხეულისთვის ბრძოლაში არიან ჩართულები და ეს მატჩი ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
შეხვედრა სტუმარმა გუნდმა ბევრად კარგად დაიწყო და პირველმა მომენტმაც არ დააყოვნა - ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტურ თამაშს, სიმეონეს დარტყმული მოჰყვა, თუმცა "როსონერი" კარის ძელმა გადაარჩინა. ქართველმა შემტევა მატეო გაბია ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა, არც სიმეონეს დარტყმას უჭირდა რამე, თუმცა მილანი სასწაულებრივად გოლს გადაურჩა.
ამ მომენტის შემდეგაც ბურთი ძირითადად მაძარის გუნდს ეჭირა, თუმცა საქმეში მილანის ორი გამორჩული ფეხბურთელი ჩაერთო - რაფა ლეაომ გამოზომილი გადაცემით ტეო ერნანდესი გოლინის პირისპირ გაიყვანა, ფრანგმა განაპირა მცველმა კი დარტყმა იდეალურად შეასრულა, 1-0. როგორც იტალიაში ამ დუოს ეძახიან, "ტეაო" დაბრუნდა.
მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა - მაძარიმ პოლიტანო შეიყვანა მოედანზე და გუნდი ძველ, 4-3-3 სქემას დაუბრუნდა. პიოლის გუნდმა მეორე ნახევარი უკეთესად დაიწყო, გუნდმა რამდენიმე კარგი იერიში შემოგვთავაზა, საიდანაც ალბათ ლეაოს მომენტი ყველაზე მეტად გამოსარჩევია. პორტუგალიელ შემტევს გოლის გატანამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
როგორც პირველ ტაიმში, ნაპოლის მხრიდან მეორეში ნახევარშიც ხვიჩა კვარაცხელია იყო საუკეთესო. იმის მიუხედავად, რომ "პარტენოპეის" ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონია, ხვიჩა მაინც ბევრს ცდილობდა და გუნდს ლიდერობდა.
საბოლოოდ მეორე ტაიმში მეტი გატანილი გოლი აღარ გვინახავს, როსონერიმ კი მორიგი 3 ქულა მოიპოვა. ამ გამარჯვებით პიოლის გუნდმა 52 ქულა მოაგროვა და ოთხეულში ადგილი გაიმყარა.
Serie A
სტეფანი პიოლის გუნდის მორიგი 3 ქულა









