რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, სტეფანო პიოლი სერია A-ში ბრუნდება — იტალიელი სპეციალისტი ფიორენტინას ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, უახლოეს დღეებში 59 წლის მწვრთნელი ალ ნასრის ოფიციალურად დატოვებს, რის შემდეგაც ფიორენტინასთან კონტრაქტს გააფორმებს. სტეფანო პიოლი "ლა ვიოლასთან" 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
ალ ნასრიში სტეფანო პიოლის გაშვება დიდი ხნის წინ გადაწყდა. იმის ფონზე, რომ მხარეებს საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტის გაწყვეტა საკმაოდ გაიწელა, თუმცა საბოლოო ჯამში შეთანხმება მაინც შედგა და იტალიელი სპეციალისტის ისტორია საუდის არაბეთშიც დასრულდა.
სტეფანო პიოლისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა იტალიის ფეხბურთის ფედერაციაც, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. რაც შეეხება ფიორენტინას, როკო კომისო ახალ მთავარ მწვრთნელს მას შემდეგ ეძებდა, რაც გუნდი რაფაელე პალადინომ დატოვა.
შეგახსნებეთ, სტეფანო პიოლი ფიორენტინაში 2017-2019 წლებშიც მუშაობდა, იტალიელი სპეციალისტის ბოლო კლუბი სერია A-შიკიმილანიიყო.









