მოგეხსენებათ, თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფუტ ეტაპზეც შეხვვდით და დავმარცხდით. ეს ჩვენი პირველი მატჩი იყო ევრო2024-ზე.
წილისყრის შემდეგ, თურქი გულშემატკივრები ძირითადად გიულერის მიერ მამარდაშვილის კარში გატანილ გოლს იხსენებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ჯგუფიდან გასვლას შეძლებენნ. გთავაზობთ თურქების რამდენიმე კომენტარს წილისყრის შემდეგ.
"საქართველოს სტუმრადაც მოვუგებთ და შინაც, მთავარია ესპანეთი არ შეგვხვდეს"
"იმედია, ნიდერლანდები მოიგებს და ჩვენს ჯგუფში ჩაჯდება, ასე შეიძლება პირველ ადგილზეც გავიდეთ"
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზეც გავა"
"საქართველო და ბულგარეთი პრობლემა არ არის, მთავარია ესპანეთი არ იყოს, თორემ უშანსოდ ვართ"
"თუ ესპანეთი ჩვენს ჯგუფში იქნება, იამალი-გიულერის დაპირისპირება საინტერესოა"
"რთულია ჯგუფია, მაგრამ თურქეთს მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლა შეუძლია"











