სუპერლიგის ფინალური სერია თბილისში გაგრძელდა, სადაც კოტე ტუღუშის გუნდმა კავკასია კიდევ ერთხელ დაამარცხა და სერიაში 2-1 დაწინაურდა.
დღევანდელი მატჩი სტუმრებმა საბოლოო ჯამში საკმაოდ დამაჯერებლად მოიგეს. ტუღუშის გუნდი დიდი შესვენების შემდეგ, სრულ უპირატესობას დაეუფლა და მატჩი გამარჯვებამდეც ლოგიკურად მიიყვანა. სერიის მესამე შეხვედრა 77:100 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დეტრიკ ბრაუნიგი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 28 ქულა მოუპოვა. ამასთან ერთად ამერიკელმა 4 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა. კავკასიიდან ფორესტის გამორჩევა შეიძლება. თბილისური გუნდის ლეგიონერმა ქუთაისს, 20 ქულა ჩუგდო.
ფინალურის სერიის მე-4 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.
შეგახსნებეთ, ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც სერიაში 3 მოგებას მოიპოვებს.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
სუპერლიგა: ქუთაისი სერიაში უპირატესობას ორამდე ზრდის









