მატჩის გმირი იური ტაბატაძე გახდა, რომელმაც ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა და იბერიას მორიგი მატჩი მოაგებინა. სალიას პასით ოდიკაძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა - 1:2.
ამ გამარჯვებით იბერიამ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრლში პირველი ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცა.
ზედიზედ მე-6 თამაში ვერ მოიგო ქუთაისის ტორპედომ. იმერლებმა ფოთის კოლხეთთან გამართულ დაძაბულ ბრძოლაში 2:2 ითამაშეს. გორის დილამ კი სამგურალს ტუმრად 0:1 სძლია.
ხვალ, მე-7 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. გარეჯი გაგრას უმასპიბძლებს, დინამო ბათუმი თელავს.









