2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღის ფინალურ ბლოკში ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს - ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მოლდოველი ოსმანოვი იქნება.
81 კგ. წონით კატეგორიაში წაუგებლად ასპარეზობს ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ფინალში გამოცდილ ნიდერლანდელ ძიუდოისტს, დე ვიტს, შეხვდება და ოქროს მედლის მოგებას შეეცდება.
ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს











