თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით, 19 ოქტომბერს ,,თბილისის ველოსპორტის თასი 2025" ჩატარდება.
შეჯიბრი გაიმართება, თბილისის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე. შეჯიბრი იქნება კრიტერიუმი, რაც გულისხმობს წრიულ მარშრუტზე ფინიშების რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულის გამოვლენას. შეჯირი დაიწყება და დამთავრდება რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მეტროსთან, ხოლო მარშრუტი იქნება თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედანთან ზეთისხილის ხის წრიულამდე. (მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ რუკის სახით) ერთი წრის სიგრძე არის 2 300 მ, წრიული 14 მ ამაღლებით. შეჯიბრის განმავლობაში 09:00 - 12:00 გამზირი იქნება ავტომობილებისთვის სრულიად გადაკეტილი.
შეჯიბრს უკვე სისტემატიური სახე აქვს და წელს მეორედ ტარდება. შარშანდელ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 100-მდე სპორტსმენი. შეჯიბრს ასევე საერთაშორისო სახე აქვს, წელს, ისევე როგორც შარშან შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სპორტსმენები.
შეჯიბრი დაყოფილი იქნება შემდეგ კატეგორიებად: 16 წლამდე ასაკი, პროფესიონალი კაცები, მოყვარული კაცები და ქალების კატეგორია.
წრეების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით გახლავთ შემდეგი:
10-13 და 14-16 წლის მოზარდები სტარტს აიღებენ ერთდროულად. 10-13 წლის ასაკობრივი კატეგორია გაივლის 4 წრეს, 2 ფინიშით, ხოლო 14-16 წლის კატეგორია - 6 წრეს და 3 ფინიშით;
პროფესიონალები და მოყვარული მამაკაცები სტარტს აიღებენ ერთდროულად და ექნებათ 14 წრე 7 ფინიშით
ქალების კატეგორია გაივლის 4 წრეს 2 ფინიშით
შეჯიბრი განკუთვნილია საგზატკეცილო ველოსიპედისათვის, თუმცა ასევე დაიშვებიან სხვა ტიპის ველოსიპედებიც.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან როგორც თასებითა და მედლებით ასევე სხვადასხვა სპონსორების მიერ დაწესებული ფასიანი პრიზებით. სპონსორების ვინაობა დაიდება პოსტების სახით, ასე რომ თვალი ადევნეთ ღონისძიების გვერდს. შეჯიბრის პარტნიორია თბილისის მერია.
რეგისტრაციისათვის შეავსეთ ბლანკი აქ.









