უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდებმა მეორე ნახევარში გოლები გაცვალეს. ჯერ თავი ანტონიმ გამოიჩინა, რომელმაც ბარნლის მცველების შეცდომით ისარგებლა, შემდეგ კი, ონანას უხეშობის გამო დანიშნული პენალტი, ამდუნმა ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს, უმნიშვნელოვანესი 1 ქულა მოუპოვა.
ტენ ჰაგის გუნდი მე-6 პოზიციაზე რჩება, რაც შეეხება კომპანის ბიჭებს, ისინი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ბარნლი 24 ქულით მე-19 პოზიციაზე იმყოფება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









