მადრიდის რეალისა და ლისაბონის ბენფიკას მატჩში მომხდარი რასისტული სკანდალი კიდევ დიდხანს არ ჩაცხრება. საფეხბურთო სამყარო აკრიტიკებს ჯანლუკა პრესტიანის, მაგრამ ამჯერად კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჟოზე მოურინიოც მოექცა. შეგახსენებთ, ვინი ჟუნიორი მან გოლის გამომწვევად აღნიშნვის გამო გააკრიტიკა.
პორტუგალიელი მწვრთნელი ცდილობდა იმის ახსნას, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დატრიალებული სკანდალის პროვოცირება თავად ბრაზილიელმა ფორვარდმა მოახდინა. "არწივების" დამრიგებელი გააკრიტიკეს კლარენს ზეედორფმა, ჯეიმი კარაგერმა, ტეო უოლკოტმა და სხვებმა, ყველაზე მწვავე პასუხი კი მან ლილიან ტურამისგან მიიღო.
"როგორ შეუძლია მოურინიოს ასეთი რამის თქმა? ვინ არის ის, რომ საკუთარ თავს უფლება მისცეს გადაწყვიტოს, თუ რა შეუძლია და რა არა ვინისს? ჟოზეს ნათქვამში არის უპირატესობის განცდა და თეთრკანიანთა ნარცისიზმი. დიახ, თეთრკანიანი ადამიანი ვერასდროს წარმოიდგენს თავს რასიზმის მსხვერპლის ადგილას.
ჟუნიორი და მბაპე გიჟები არიან? შავკანიანები შეშლილები არიან და ისტორიებს იგონებენ? პორტუგალიელი მწვრთნელი რასისტულ ქმედებებს არ აანალიზებს როგორც ადამიანი, არამედ როგორც თეთრკანიანი კაცი."









