ტიაგო მოტასა და იუვენტუსს შორის შეთანხმება შედგა, 41 წლის სპეციალისტი ტურინულ გრანდს ჩაიბარებს!
დიდხნიანი მოლაპარაკებები დასრულდა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ახალგაზრდა იტალიელთან ყველა დეტალი შეათანხმა. 3-წლიანი კონტრაქტი მზადაა, მოტას კი უახლოეს დღეებში ტურინში ელოდებიან.
მას შემდეგ, რაც იუვენტუსმა მაქს ალეგრი გუნდიდან გაუშვა, ჯუნტოლის მთლიანი სტაფი მოტაზე გადაერთო. იმის მიუხედავად, რომ ბოლონიამ იტალიელი სპეციალისტის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა, მოტამ ამ შემოთავაზებაზე უარი ვერ თქვა.
ტიაგო მოტა 2023/24 სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. იტალიელმა შეძლო და ბოლონია ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, თანაც სრულიად დამსახურებულად. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩემპიონი ინტერის შემდეგ, სერია ა-ში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს, სწორედ ბოლონია გვთავაზობს, ამის მთავარი შემოქმედი კი რა თქმა უნდა, ტიაგო მოტაა.
75 მატჩი, 35 გამარჯვება, 23 ფრე და 17 მარცხი, ამ სტატისტიკით ემშვიდობება მოტა "როსობლუს", წინ კი დიდი გამოწვევაა, რომელსაც იუვენტუსი ჰქვია.
Serie A
ტიაგო მოტა იუვენტუსს ჩაიბარებს









