ამ შეხვედრას გუნდები კარგ ფორმაში შეხვდნენ. რომას 5-მატჩიანი, ხოლო ბოლონიას კი 4-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. "ჯალოროსი" ასევე ევროპა ლიგის 1/2 ფინალშიც გავიდა.
მატჩი საკმაოდ თანაბარი გამოდგა, თუმცა ტიაგო მოტას გუნდი შედარებით უკეთესად იყო მომზადებული. ტაიმი "როსობლუმ" მოიგო - თავი ჯერ ელ აზუზიმ გამოიჩინა, შემდეგ კი ზირკზემ ორ ბურთამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა.
მეორე ტაიმში რომა ბრძოლაში დაბრუნდა, ერთი გოლი აზმუნმა გაქვითა, თუმცა მასპინძელთა ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. მალევე ზირკზე-სალმაკერსის კომბინაცია ვიხილეთ, რაც ბელგიელმა გოლად აქცია, ანგარიში 1:3 დაფიქსირდა.
ამ გამარჯვებით ტიაგო მოტას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური თითქმის გაინაღდა. ბოლონიამ 62 ქულა მოაგროვა და მე-6 პოზიციაზე მყოფ ატალანტას, 8 ქულით გაასწრო.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









