ლა ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში, ტიბო კურტუამ დაზიანება მიიღო. ატლეტიკო მადრიდთან მატჩში 32 წლის მეკარემ, მარცხენა ფეხის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, ბელგიელი 3 კვირამდე გამოტოვებს. როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, კურტუას ოპერაციული ჩარევა არ დასჭირდება და მისი რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.
ტიბო კურტუა ტრავმის გამო ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დასრულებამდე ვერ ითამაშებს — ამ დროში, რეალ მადრიდს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს: ლილთან და ვილიარეალთან.
სანაკრებო პაუზის შემდეგ, რეალ მადრიდი სელტასთან ითამაშებს, სადაც დიდი ალბათობით ტიბო კურტუაც მიიღებს მონაწილეობას.