პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა მანჩესტერ სიტიმაც, სადაც პეპ გვარდიოლას გუნდი გასვლაზე, ვულვზს დაუპირისპირდა. მაყურებელმა სტუმარი გუნდის დომინანტური თამაში იხილა, რასაც მატჩის ლოგიკური დასასრული მოჰყვა. მანჩესტერ სიტიმ მეტოქე საკმაოდ მარტივად, 0-4 დაამარცხა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის ახალწვეული ტიჯანი რეინდერსი გახდა, რომელმაც სამ გოლში მიიღო მონაწილეობა. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და ის შეტევა წამოიწყო, რომელიც ერლინგ ჰოლანდმა გოლით დააგვირგვინა — 27 წლის ფეხბურთელს საოცნებო სადებიუტო მატჩი ჰქონდა, მისი შეჩერება მოედანზე უბრალოდ შეუძლებელი იყო.
ტიჯანი რეინდერსის გარდა თავის გამოჩენა მოახერხა კიდევ ერთმა ახალწვეულმა რაიან შერკიმ, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და საკმაოდ ეფექტური გოლის გატანაც მოახერხა.
ვულვზი 0-4 მანჩესტერ სიტი
გოლები: 0-1 ერლინგ ჰოლანდი 34', 0-2 ტიჯანი რეინდერსი 37', 0-3 ერლინგ ჰოლანდი 61', 0-4 რაიან შერკი 81'.
მატჩის მიმოხილვა









